Thumbnail

გელზენკირხენის შალკეს კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება!

რურის დერბიში დორტმუნდთან განადგურების (0:4) შემდეგ, ბუნდესლიგის 27-ე ტურში შალკე საკუთარ მოედანზე აუგსბურგთან 0:3 დამარცხდა. გელზენკირხენულ კლუბს უკვე ზედიზედ 9-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და სატურნირო ცხრილის შუაშია, აუგსბურგმა კი წაგებათა 4-მატჩიანი სერია შეწყვიტა და გასავარდნ ზონას ოდნავ მოშორდა. 

შალკე 0:3 აუგსბურგი

გოლები: 0:1 ლიოვენი (6), 0:2 სარენრენი (76), 0:3 კორდოვა (91)

შალკე (4-4-2): შუბერტი - კენი, ზანე, ნასტასიჩი, ოჩიპკა - მაკენიე (74. მერჩანი), კალიჯური (77. ბოუჯელაბი), ს. სერდარი (56. კუტუჩუ), შიოპდი - გრეგორიჩი, მატონდო (77. რამანი).

აუგსბურგი (4-5-1): ლუთე - ფრამბერგერი, იედვაი, უდოხაი, მაქსი - ხედირა, გრუესო (83. ოქსფორდი), რიხტერი, ლიოვენი (70. მორავეკი), ვარგასი (59. სარენრენი) - ნიდერლეხნერი (83. კორდოვა).

ლაიპციგის ტიმო ვერნერმა დღეს მაინცს გასვლაზე ჰეთ-თრიკი გაუტანა, იგივე ვერნერს მაინცის წინააღმდეგ საშიანო შეხვედრაშიც ჰქონდა გაკეთებული. შედეგად, მან ულფ კირსტენის მიღწევა გაიმეორა და ერთ სეზონში, ერთი გუნდის წინააღმდეგ გასვლაზე და სახლში ჰეთ-თრიკის გატანა შეძლო.

მაინცი 0:5 ლაიპციგი

გოლები: 0:1 ვერნერი (11), 0:2 პოულსენი (23), 0:3 საბნიცერი (36), 0:4 ვერნერი (48), 0:5 ვერნერი (75) 

ბუნდესლიგის 27-ე ტურში კიოლნმა რაინ ენერგიაზე დიუსელდორფის ფორტუნას უმაძპინლა და მატჩი ლიგის აუტსაიდერებთან ფრედ - 2:2 დაასრულა. შეხვედრის გადარჩენა მასპინძლებმა ბოლო 2 წუთში შეძლეს.

კიოლნი 2:2 ფორტუნა

გოლები: 0:1 კარამანი (41), 0:2 თომი (61), 1:2 მოდესტე (88), 2:2 კორდობა (91)

მომდევნო ტური სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება. სამშაბათს ტურის და ზოგადად სეზონის ცენტრალურ მატჩში მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის ბორუსია Der Klassiker-ში მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები