Thumbnail

იარომირ იაგრი 48 წლისაა და კარიერას არ ამთავრებს! მას ახალი მსურველი ჰყავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეგენდარულმა ჩეხმა ეს სეზონი მშობლიურ კლუბში იასპარეზა
  • მომდევნო სეზონში იარომირ იაგრი, შესაძლოა, ტრშინეცში გაატაროს

ყინულის ჰოკეის ჩეხი ლეგენდა იარომირ იაგრი, როგორც ჩანს, კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს!

დიდი შანსია, რომ 48 წლის ფორვარდმა მომდევნო სეზონი ტრშინეცში გაატაროს. იაგრის გადაბირებით კლუბის სპორტული დირექტორი, იან პეტერეკია დაინტერესებული.

ამ სეზონში იაგრმა ჩეხეთის რეგულარული ჩემპიონატის 38 მატჩში იასპარეზა (უმაღლეს ლიგაში!). მან კლადნოს შემადგენლობაში 15 შაიბა გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მანამდე, იაგრმა მშობლიური კლუბი წინა სეზონში ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა.

იარომირ იაგრმა პირველი მატჩი პროფესიონალურ დონეზე 1988-89 წლების სეზონში ჩაატარა. მერე იყო დაუვიწყარი წლები NHL-ში, სადაც ბოლო სეზონი 2017/2018 წლებში ჰქონდა. NHL-ში მის ანგარიშზე 766 გატანილი შაიბა და 1155 შედეგიანი გადაცემაა (სარგებლიანობის მაჩვენებელი +322).

კომენტარები

ბოლო ამბები