Thumbnail

‘ახალ მწვრთნელს არ სჭირდება’ – კვერკველია წამსვლელთა 11-კაციან სიაშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მცველი სერბი სპეციალისტის გეგმებში ვერ ჯდება
  • სოლომონ კვერკველიას ტრანსფერს ზაფხულში ელიან

მოსკოვის ლოკომოტივის ქართველი მცველის სოლომონ კვერკველიას გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ეს ინფორმაცია რუსულ გუნდთან დაახლოებული ადამიანებისგან ვრცელდება, რომლებიც ლოკოში დიდ წმენდას აანონსებენ.

ლოკომოტივში ცვლილებები ახალ მთავარ მწვრთნელს მარკო ნიკოლიჩს უკავშირდება (მცირე ხნის წინ, მან იური სიომინი შეცვალა), რომელთანაც კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა. სერბი სპეციალისტი რუსეთში ჩასვლას მომავალი კვირის ბოლოს აპირებს, თუმცა, მისი გეგმების შესახებ უკვე ცნობილია.

“მომავალ ზაფხულს ლოკომოტივს ერთბაშად 11 ფეხბურთელი დატოვებს. პირველ რიგში, საუბარია ჟოაო მარიუზე, ბორის როტენბერგზე, ალეკსანდრ კოლომეიცევზე, ანდრეი კოჩენკოვზე, ჯეფერსონ ფარფანზე, მაცეი რიბუსსა და ანტონიო ედერზე. ნიკოლიჩს ასევე არ სჭირდება სოლომონ კვერკველია და ბრაიან იდოვუ, მის გეგმებში ვერც ფიოდორ სმოლოვი და ბენედიკტ ჰიოვედესი ჯდებიან”, - წერს Vesti.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის კვერკველიას ამ სეზონში ლოკომოტივის მაისურით 6 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, საერთოდ კი, რუსულ გუნდში 2017 წლიდან ირიცხება. მის სატრანსფერო ღირებულებად 4 მილიონი ევრო მიიჩნევა, იჯარაზე კი ლოკომოტივი უარს აცხადებს. ადრე დაიწერა, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატება კრასნოდარს, როსტოვსა და როტორს სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები