Thumbnail

'წასვლა მინდოდა, ბარსელონაში ცუდად მიყურებდნენ' - მესი სკანდალურ პერიოდზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'კიდევ კარგი, ბავშვები პატარები იყვნენ და არ ესმოდათ, რა ხდებოდა'
  • 2016 წელს ლეოს და მამამისს გადასახადების დამალვისთვის ასამართლებდნენ

ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ესპანური გრანდიდან წასვლასთან ძალიან ახლოს იყო. საუბარია 2016 წლის ზაფხულზე. მაშინ ლეო და მამამისი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, ბრალად კი 2007-09 წლებში გადასახადების (4.1 მილიონი ევრო) დამალვა ედებოდათ. საბოლოოდ, ისინი ციხეს გადაურჩნენ, თუმცა, დიდ ფულად ჯარიმას კი - ვერა.

“იმ დროს ბარსელონადან წასვლა მართლაც მინდოდა. ცხადია, ამ შემთხვევაში კლუბი არაფერ შუაში იყო, საერთოდაც ესპანეთის დატოვება მსურდა. ვგრძნობდი, რომ ჩემდამი დამოკიდებულება შეცვლილი გახლდათ, ვგრძნობდი, ცუდად მიყურებდნენ. საინტერესოა, რომ მაშინ ოფიციალური შემოთავაზებები არ მიმიღია, ალბათ, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ ამ საკითხს სერიოზულად განვიხილავდი. არადა, როგორც მე, ისევე ჩემს ოჯახს ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. კიდევ კარგი, ბავშვები პატარები იყვნენ და არ ესმოდათ, რა ხდებოდა. ახლა, ვითარება შეცვლილია. ბარსელონაში დარჩენა და კარიერის აქ დასრულება მსურს. ამ გადაწყვეტილებაში ყველანი მეთანხმებიან”.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის არგენტინელი ვარსკვლავი ბარსელონას მთავარ გუნდში 2004 წლიდან თამაშობს და ლა ლიგაში 474 მატჩი აქვს ჩატარებული. მესი ესპანეთის 10-გზის ჩემპიონია, ქვეყნის თასი 6-ჯერ აქვს მოგებული, სუპერთასი – 8-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა – 4-ჯერ, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი – 3-3 ჯერ. ის ფიფას ოქროს ბუცის 6-გზის მფლობელია.

კომენტარები

ბოლო ამბები