Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ნიკოლოზ ბასილაშვილი, სავარაუდოდ, მალე გათავისუფლდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. 

„დანაშაულს არ აღიარებს, რადგან არაფერი ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს,“ - ეს ადვოკატ ირმა ჭკადუას სიტყვებია.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. შემაკავებელი ორდერი ნიკას მამაზეცაა გამოწერილი, თუმცა მისი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას თავად დაზარალებული არ აღიარებს. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, მსოფლიო რეიტინგში კი ამ დროისთვის 27-ე პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები