Thumbnail

ბასილაშვილი, სავარაუდოდ, ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

UPDATE: თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ 22 მაისს დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაცია პირველად 'რადიო თავისუფლებამ' გაავრცელა. წყაროს ინფორმაციით, 28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს. ნიკა ბრალს არ აღიარებს.

წყარომ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ შსს-მ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავა და შემაკავებელი ორდერი ნიკას მამაზეცაა გამოწერილი. 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ უწყება ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა:

"საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, მსოფლიო რეიტინგში კი ამ დროისთვის 27-ე პოზიციაზეა.

📋 'რადიო თავისუფლების' სტატია სრულად

კომენტარები

ბოლო ამბები