Thumbnail
  • ბაიერნი 5:2 აინტრახტი
  • მიუნხენის ბაიერნი კვლავ 4 ქულით უსწრებს მდევარს

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის მორიგ მატჩში მიუნხენის ბაიერნმა ფრანკფურტის აინტრახტს უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში დაამარცხა - 5:2. ბაიერნი კვლავ ლიდერია 61 ქულით და უახლოეს კონკურენტ დორტმუნდს 4 ქულით უსწრებს. 

როდესაც რობერტ ლევანდოვსკიმ მეორე ტაიმის პირველივე წუთზე სეზონში 27-ე გოლი გაიტანა და ბაიერნი 3:0 დააწინაურა, ყველას მატჩის ინტრიგა დასრულებული ეგონა, მაგრამ ავსტრიელმა მარტინ ჰინტერეგერმა სამწუთიან მონაკვეთში მიუნხენელთა კარში ორი გოლი გაიტანა, თუმცა აინტრახტმა მეტი ვერ შეძლო და დიდი ანგარიშით წააგო, ჰინტერეგერმა კი საკუთარ კარშიც გაიტანა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მაინცი
  • X
  • ლაიპციგი

ბაიერნი 5:2 აინტრახტი

გოლები: 1:0 გორეტცკა (17), 2:0 მიულერი (41), 3:0 ლევანდოვსკი (46), 3:1 ჰინტერეგერი (52), 3:2 ჰინტერეგერი (55), 4:2 დევისი (61), 5:2 ჰინტერეგერი (73 საკ. კარში)

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - პავარი, ბოატენგი (73. ლ. ერნანდესი), ალაბა, დევისი - მიულერი, კიმიხი (85. კუიზანსი), გორეტცკა - კომანი (85. ცირკზეე), ლევანდოვსკი, პერიშიჩი (64. გნაბრი)

კომენტარები

ბოლო ამბები