Thumbnail

ლა ლიგა უფრო ადრე იწყება - ესპანეთის ხელისუფლებამ თარიღი გამოაცხადა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ ჩემპიონატის განახლება დააანონსა
  • პედრო სანჩესის თქმით, ლა ლიგის სეზონი უკვე 8 ივნისიდან განახლდება

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა, 8 ივნისიდან განახლდება. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ პედრო სანჩესმა განაცხადა.

"ესპანეთმა გააკეთა ის, რაც საჭირო იყო (კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში) და ახლა ჩვენს წინაშე ახალი ჰორიზონტი იშლება. მოვიდა დრო, განვაახლოთ ყოველღიური საქმიანობა. 8 ივნისიდან ლა ლიგა ბრუნდება", - აქვეყნებს სანჩესის ნათქვამს MARCA.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვოლფსბურგი
  • X
  • დორტმუნდი

ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 10 მარტს შეჩერდა. იძულებითი პაუზის გამოცხადებამდე კლუბებს 2019/20 წლების სეზონის 38 მატჩიდან 27 ჰქონდათ ჩატარებული. სატურნირო ცხრილის სათავეში 58 ქულით ბარსელონაა, რომელსაც 2 ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება. მესამეზე სევილიაა (47).

მანამდე ესპანურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლა ლიგა 12 ივნისიდან განახლდებოდა - სევილიური დერბით, "სანჩეს პისხუანზე". 

ესპანეთში კორონავირუსის ინფექციით დაავადების 230 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 27 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

ბოლო ამბები