Thumbnail

ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტი გახანგრძლივდა - სლოვაკი საქართველოში რჩება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვლადიმირ ვაისმა ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
  • სლოვაკი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს წლის ბოლომდე გაწვრთნის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვლადიმირ ვაისს შორის, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, სლოვაკი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბრამდე დარჩება.

უცვლელი დარჩა სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაც.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვოლფსბურგი
  • X
  • დორტმუნდი

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით, ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა.

სლოვაკ სპეციალისტთან ერთად საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების D ლიგის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეი ოფში იბრძვის.

ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს შეხვედრები შემოდგომისთვის გადაიდო.

✍🏻 ვლადიმირ ვაისი ეროვნულ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებს. სრულად : https://bit.ly/36p6Q9Z

Posted by Georgian Football Federation on შაბათი, 23 მაისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები