Thumbnail

დორტმუნდის ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა განაცხადა, რომ ნახევარმცველი მარიო გიოტცე მისი გუნდის სათამაშო სქემას ვერ ეწყობა. სპეციალისტმა მოსაზრება დორტმუნდის მეორე ფეხბურთელზე, იულიან ბრანდტზეც გამოთქვა.

ბუნდესლიგის 27-ე ტურში დორტმუნდის ბორუსია სტუმრად ვოლფსბურგს დაუპირისპირდება. ლუსიენ ფავრის გუნდს 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერ ბაიერნს 4 ქულით ჩამორჩება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვოლფსბურგი
  • X
  • დორტმუნდი

"ამჟამად ჩვენ 3-4-3 სქემით ვთამაშობთ, რომელშიც სამწუხაროდ, მარიო  ვერ ჯდება. სიმართლე უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, მას შეუძლია მარცხენა ან მარჯვენა ფლანგზე თამაშიც, ვნახოთ. წინ ბევრი შეხვედრაა და თითოეული ფეხბურთელის იმედი გვაქვს. 

მაგალითად, იულიან ბრანდტს სხვადასხვა სქემებში, განსახვავებულ პოზიციებზე შეუძლია თამაში. სქემა 4-3-3 განსხვავდება 3-4-3-ისგან, მაგრამ ის კარგად უმკლავდება. ჩემპიონთა ლიგაში პრაღის სლავიას წინააღმდეგ მან თავდამსხმელად ითამაშა. მე ეს მომეწონა, რადგან ასეთი მოთამაშის ყოლა მწვრთნელს მეტ შესაძლებლობას აძლევს", - განაცხადა 62 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა.

იულიან ბრანდტმა წინა ტურში შალკესთან ორი საგოლე პასი მიითვალა

27 წლის მარიო გიოტცე დორტმუნდის ღირსებას 2008 წლიდან იცავს, ოღონდ, 2013-16 წლები ფეხბურთელმა მიუნხენის ბაიერნში გაატარა. მარიომ ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონში დორტმუნდის ღირსება სულ 14 მატჩში დაიცვა და აქედან ძირითადში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა. მის ანგარიშზე 3 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები