Thumbnail

'დარბაზში აუცილებლად მნახავთ' - ჯოშუამ ტაისონის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

მაიკ ტაისონმა რამდენიმე კვირის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ვარჯიშობს და სადაც ჩანს, რომ მშვენიერ ფორმაშია. ამან ბევრი სპეკულაციები გამოიწვია ტაისონის რინგზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ტაისონის პროფესიულ რინგზე დივიზიონში წარმატების მისაღწევად არ დაბრუნდება, თუმცა შესაძლოა კომერციული მატჩისთვის 'აირონ მაიკი' რინგზე ვიხილოთ, ნახსენები იყო ივანდერ ჰოლიფილდთან მატჩიც.

ამ ფაქტს მსოფლიო ჩემპიონი ენტონი ჯოშუაც გამოეხმაურა "ის თუ დაბრუნდება, ძალიან გამიხარდება, მაყურებლებს შორის აუცილებლად მნახავთ" - განუცხადა ბრიტანულ GQ-ს ჯოშუამ ინტერვიუში. "ტაისონის გამო მოვხვდი ამ სპორტში..."

"იცით რა დავინახე ამ ვიდეოში? 13 წლის ბავშვი, რომელსაც თავისი თავის სწამს. ამ კაცმა ქუჩას თავი დააღწია და ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ასევე დღემდე მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა."

კომენტარები

ბოლო ამბები