Thumbnail

'ორაგულს კარგად ვამზადებ' - ინდიანამ გაარკვია ყველაფერი, რაც ბითაძეს უყვარს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პეისერსის 20 წლის ქართველმა ცენტრმა მის ფავორიტ თემებზე ისაუბრა
  • ინდიანამ პასუხები სოციალურ ქსელში პოსტერის სახით გამოაქვეყნა

“რა უყვარს ბითაძეს?”, ინდიანა პეისერსმა ამის გასარკვევად მოიცალა და გოგასგან პასუხებიც მიიღო, რომლებიც სოციალურ ქსელში ამ მინაწერით გამოაქვეყნა - "შეფ-მზარეული გოგა".

სატელევიზიო სერიალი: ნარუტო, ქაღალდის სახლი 
ფილმი: ბეჭდების მბრძანებელი
ვიდეოთამაში: Call of Duty, Fortnite (PS4)
APP: იუთუბი, ინსტაგრამი
საჭმელი: “ორაგულს თავადაც კარგად ვამზადებ”, კენკროვანი ხილი
მუსიკოსი: როდ ვეივი, A Boogie wit da Hoodie

შეგახსენებთ, რომ სხვა კალათბურთელების მსგავსად, 20 წლის ქართველი ცენტრიც თვითიზოლაციაშია და მოუთმენლად ელის NBA-ს სეზონის განახლებას, რომელიც მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა.

ინდიანელებმა ბითაძე გასულ დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩიეს, ამ დროისთვის მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთია: 8.4 წუთი, 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 პასი, 0.7 დაფარება.

კომენტარები

ბოლო ამბები