Thumbnail

NBA-მ ლეგენდა დაკარგა - მას მწვრთნელის რანგში 1223 მოგება ჰქონდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჯერი სლოუნი იუტას 23 სეზონის განმავლობაში ავარჯიშებდა და ფინალში 2-ჯერ გაიყვანა
  • მისი 4-ნომრიანი მაისური პირველი იყო, რომელიც ჩიკაგო ბულსმა ხმარებიდან ამოიღო

იუტა ჯაზის ლეგენდარული მწვრთნელი ჯერი სლოუნი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახელოვან სპეციალისტს ჯერ კიდევ 2016 წელს პარკინსონი დაუდგინდა და დემენციაც (თავის ტვინის ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადების შედეგად აღმოცენებული სინდრომი) აწუხებდა.

სლოუნი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული მწვრთნელი გახლდათ. ის “ჯაზმენებს” 23 სეზონის (1988-2011) განმავლობაში ავარჯიშებდა და გუნდი ფინალში გაყვანა 2-ჯერ (1997, 1988) მოახერხა, სულ კი, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში 1223 (!) გამარჯვება ჰქონდა, რაც ყველა დროის მე-4 მაჩვენებელია. ბანერი, რომელზეც სწორედ ეს რიცხვია გამოსახული, ჯაზის საშინაო არენაზეა გამოფენილი.

კალათბურთელის რანგში სლოუნი “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” ორგზის (1967, 1969) მონაწილეა, 1978 წელს კი, მისი 4-ნომრიანი მაისური პირველი იყო, რომელიც ჩიკაგო ბულსმა ხმარებიდან ამოიღო. კარიერის განმავლობაში სლოუნის ანგარიშზე 10 571 (საშუალოდ 14.0) ქულა, 5 615 (7.4) მოხსნა და 1 925 (2.5) პასია. 2009 წელს ჯერი ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლო ამბები