Thumbnail
  • 📅 23 მაისი | ⌚ 17:30 | ⚽ გლადბახი V ლევერკუზენი
  • ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

თეორიულად, გერმანიის ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ ორივეს აქვს, მაგრამ მიონხენგლადბახის ბორუსიას ლევერკუზენის ბაიერის მთავარი მიზანი ამ სეზონში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და რაკი ამ ბრძოლაში ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან, მათი დუელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“ამ ტურში შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ ცხრილის საუკეთესო ოთხეულში მყარად დავიმკვიდროთ ადგილი,” - არ მალავს გლადბახის მთავარი მწვრთნელი მარკო როზე. თავის მხრივ, ეს მატჩი ასეთივე შანსია ლევერკუზენისთვისაც, რომელიც 50 ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა მესამეადგილოსან გლადბახს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

📋 სხვა მატჩებზე:

სეზონის რესტარტს ორივე გუნდი კარგად შეხვდა: გლადბახმა აინტრახტს სტუმრად 3:1 მოუგო, ლევერკუზენმა კი ვერდერს, ბრემენში, 4:1. ეს იმას ნიშნავს, რომ წესით, შემტევი და უხვგოლიანი მატჩი უნდა ვნახოთ.

“ბორუსია პარკზე გასამართი ეს თამაში ჩვენთვის აბსოლუტური ტოპ-მატჩია, რომლის მოგება ძალიან გვსურს. მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ვალდებულები ვართ, ეს თამაში მოვიგოთ,” - აცხადებს ლევერკუზენის ლიდერი კაი ჰავერტცი, რომელმაც წინა უიქენდზე ბრემენში დუბლი შეასრულა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბუნდესლიგის ამ სეზონში გლადბახის საშინაო მატჩების 84,62%-ში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ლევერკუზენმა ბოლო 23 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1-ში ითამაშა ფრე.

⚽ ბუნდესლიგაში გლადბახის ბოლო 12 საშინაო მატჩიდან 10-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ლევერკუზენმა ბუნდესლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და 5-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ გლადბახი ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 10-ში არ დამარცხდა.

⚽ 2018/2019 წლების სეზონის დასაწყისიდან გლადბახს საკუთარ მოედანზე არ წაუგია ისეთი მატჩი, რომელშიც ანგარიში თვითონ გახსნა (14 მოგება, 2 ფრე).

⚽ სტუმრად გატანილი 24 გოლიდან ლევერკუზენმა მხოლოდ 9 გაიტანა მეორე ტაიმში (37,5%). 

⚽ ლევერკუზენმა ამ სეზონში სტუმრად ექვსივე ისეთი თამაში მოიგო, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა.

⚽ ლევერკუზენის ლიდერ კაი ჰავერტცს ზედიზედ 3 ოფიციალურ მატჩში აქვს გოლი გატანილი. მისი 4 გოლი ამ პერიოდში პირველ 40 წუთში გავიდა.

⚽ გლადბახისა და ლევერკუზენის ბოლო შვიდი ოფიციალური მატჩიდან შვიდივეში საშუალოდ თამაშში 3 ყვითელი ბარათი ფიქსირდებოდა.

სავარაუდო შემადგენლობები

გლადბახი (4-2-1-3): ზომერი - ლაინერი, გინტერი, ელვედი, ბენსებაინი - შტრობლი, ნოიჰაუსი - ემბოლო - ჰოფმანი, პლეა, ტიურამი.
ტრავმა: ჯონსონი, ზაკარია
დისკვალიფიკაცია: არავინ

ლევერკუზენი (4-2-3-1): ჰრადეცკი - ვაიზერი, ტაპსობა, ს. ბენდერი, სინკგრავენი - არანგისი, დემირბაი - ბელარაბი, პაულინიო, დიაბი - ჰავერტცი.
ტრავმა: ლ. ბენდერი, ფოლანდი
დისკვალიფიკაცია: არავინ

კომენტარები

ბოლო ამბები