Thumbnail
  • 📅 23 მაისი | ⌚ 17:30 | ⚽ ვოლფსბურგი V დორტმუნდი
  • რა უნდა ვიცოდეთ ამ მატჩის წინ და რაზე შეიძლება ფსონის დადება
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

სამშაბათს, დორტმუნდის ბორუსიამ ბუნდესლიგის სეზონის მთავარ მატჩში მიუნხენის ბაიერნს უნდა უმასპინძლოს და იმისათვის, რომ ამ დუელამდე ინტრიგა მაქსიმალურად შენარჩუნდეს, დორტმუნდელებმა ჯერ ვოლფსბურგი უნდა დაამარცხონ, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული 65-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ვოლფსბურგი სეზონის რესტარტს აუგსბურგთან სტუმრად მოპოვებული ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებით შეხვდა. ამრიგად, ‘მგლებს’ გერმანიის ჩემპიონატში უკვე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და მე-6 ადგილზე არიან. ეს კი ევროპალიგის ზონაა!

📋 სხვა მატჩებზე:

ბაიერნის მთავარ მდევარ დორტმუნდთან დუელში ვოლფსბურგს მთავარი დამრტყმელი ძალა, ცენტრალური თავდამსხმელი ვეგჰორსტი უბრუნდება, რომელსაც ამ სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი და რომელიც დისკვალიფიცირებული იყო.

დორტმუნდელები რურის დერბიში შალკეს განადგურების (4:0) შემდეგ შესანიშნავ ხასიათზე არიან. ვოლფსბურგის წაუგებელი სერია მათ წესით არ უნდა ანაღვლებდეთ, რადგან დორტმუნდმა ვოლფსბურგს ბოლო 9 დუელიდან 8 მოუგო და ბოლო 6 მატჩში ვოლფსბურგმა ბორუსიას გოლი ვერ გაუტანა. ქვემოთ კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ნახავთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ვოლფსბურგი ბუნდესლიგაში უკვე 7 მატჩია, არ დამარცხებულა. აქედან 5-ში ორივემ გაიტანა და 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ დორტმუნდის ბორუსიას ზედიზედ 5 მოგება აქვს და ბუნდესლიგაში ბოლო 9 თამაშიდან 8 მოიგო.

⚽ ამ სეზონში დორტმუნდის გასვლითი მატჩების მხოლოდ 15,38%-ში დასრულდა პირველი ტაიმი უგოლოდ.

⚽ ბუნდესლიგაში დორტმუნდის ბოლო 17 მატჩიდან 15-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 6 მატჩში ვოლფსბურგმა დორტმუნდს გოლი ვერ გაუტანა (ყველა ტურნირზე).

⚽ დორტმუნდმა ვოლფსბურგს ბოლო 9 დუელიდან 8 მოუგო (ყველა ტურნირზე).

გამოკითხვა

ვინ დაასრულებს სეზონს უფრო მაღლა?

  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი

⚽ ბუნდესლიგის ბოლო 8 მატჩიდან 6-ში დორტმუნდმა პირველი ტაიმიც მოიგო და თამაშიც.

⚽ ვოლფსბურგთან ბოლო 4 გასვლით მატჩში დორტმუნდის ბორუსია პირველ ტაიმსაც იგებდა და თამაშსაც.

⚽ ბუნდესლიგის ბოლო 7 მატჩიდან 5-ში დორტმუნდმა კარი მშრალად შეინახა.

⚽ ბუნდესლიგის ბოლო 9 მატჩიდან 8-ში დორტმუნდმა მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ ვოლფსბურგის თავდამსხმელი ვუტ ვეგჰორსტი დისკვალიფიცირებული აღარ არის და შეეცდება, ბუნდესლიგის ამ სეზონში მე-12 გოლი გაიტანოს. 

⚽ ერლინგ ჰაალანდმა წინა ტურში შალკესთან ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა. თუმცა, ბუნდესლიგაში გატანილი 10 გოლიდან ჰაალანდს 8 მეორე ტაიმში აქვს შეგდებული.

სავარაუდო შემადგენლობები

ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - მბაბუ, პონგრაჩიჩი, ბრუკსი, პაულო ოტავიო - შლაგერი, არნოლდი - შტეფენი, მეჰმედი, ბრეკალო - ვეგჰორსტი.
ტრავმა: კამაჩო, გერჰარდტი, გილავოგი, კარამოკო, ვილიამი
დისკვალიფიკაცია: არავინ

დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, აკანჯი - ჰაკიმი, ბრანდტი, დილეინი, გერეირო - სანჩო, თ. აზარი - ჰაალანდი.
ტრავმა: როისი, ნ. შულცი, ვიტსელი, ზაგადუ
დისკვალიფიკაცია: არავინ

კომენტარები

ბოლო ამბები