Thumbnail

მონაკო 30 ფეხბურთელს ყიდის - რა გეგმა აქვს ფრანგულ კლუბს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მონეგასკები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერებიდან 50 მილიონ ევროს მიიღებენ
  • მონაკომ ლიგა 1-ში მე-9 ადგილი დაიკავა და ევროთასებზე ამჯერადაც ვერ გავიდა

ფრანგული მონაკო აპირებს ზაფხულში ერთბაშად 30 ფეხბურთელი გაყიდოს და კლუბში არსებული მძიმე ფინანსური სიტუაცია ასე გამოასწოროს. AFP-ს ცნობით, მონაკოელებმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მიიღეს, რაც ნათელ მომავალს თვით ცნობილ კლუბებსაც არ უქადის.

საინტერესოა, რომ მონაკო ლიგა 1-ის გუნდებს შორის ბიუჯეტის მხრივ მესამეა, თუმცა, უკვე მეორე სეზონია, გუნდი ევროთასებზე ვერ ხვდება, ეს კი, ავტომატურად ნიშნავს დიდი შემოსავლების დაკარგავს.

იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთა ტრანსფერებიც იგეგმება, ბენუა ბადიაშილე, ვისამ ბენ იედერი (მისით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული), ბენიანიმ ჰენრიკსი, იუსუფ ფოფანა და ფოდე ბალო-ტურეც მოხვდნენ, რომელთაც გუნდში ბოლო როლები ნამდვილად არ ჰქონიათ. მონაკოში ელიან, რომ საერთო ჯამში, 50 მილიონ ევრომდე მიიღებენ, რაც მათ სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმარებათ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • X
  • აინტრახტი

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი ვადაზე ადრე შეწყდა და ჩემპიონად პსჟ გამოცხადდა, მონაკომ კი 40 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები