Thumbnail

რივალდო ბეილს პრემიერლიგაში დაბრუნებას ურჩევს - ბრაზილიელმა გუნდიც დაასახელა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • პანდემიის დროს რივალდო ჟურნალისტებთან აქტიურად ურთიერთობს
  • ბრაზილიელის აზრით, გარეთ ბეილისთვის ამერიკაში წასვლა ნაადრევია

გლობალური პანდემიის დროს რივალდო აქტიურად ურთიერთობს ჟურნალისტებთან და თავის მოსაზრებებს აფიქსირებს სხვადასხვა თემაზე. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამჯერად გარეთ ბეილის შესახებ ისაუბრა და ურჩია მას, რომ კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს…

"ხშირად იწერება, რომ გარეთ ბეილმა შესაძლოა ამერიკაში გააგრძელოს კარიერა. ვფიქრობ, 30 წლის ბეილს ჯერ კიდევ შეუძლია ევროპულ ფეხბურთში დარჩეს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი დაიბრუნოს. ამისთვის საჭიროა, რომ მადრიდის რეალი დატოვოს, სადაც მას აღარ ენდობიან და იქ გადავიდეს, სადაც ბევრი სათამაშო დრო ექნება.

მესმის, რომ ბეილისთვის ფინანსური მხარე მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, უელსელი ინგლისში უნდა დაბრუნდეს და მაგალითად, ნიუკასლში ითამაშოს. ამ კლუბში დიდი ფინანსური ინვესტიცია იდება და ბეილს შეუძლია ყველა მოთხოვნა დაიკმაყოფილოს: ითამაშოს უმაღლეს დონეზე და გამოიმუშავოს ბევრი ფული", - განაცხადა რივალდომ.

გარეთ ბეილი 2013 წლიდან მადრიდის რეალში თამაშობს და ამ პერიოდში 80 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის ორი 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულის წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერაფრით დაიმკვიდრა თავი ესპანური გრანდის ძირითად შემადგენლობაში. 2013 წლამდე ბეილი ტოტენჰემში ასპარეზობდა და გუნდის ლიდერი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები