Thumbnail

კლემან ლენგლე: იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ბარსელონაში ვიქნები

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ფრანგი ცენტრალური მცველით ნაპოლი ინტერესდება
  • თავად ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში დარჩენა სურს

მას შემდეგ, რაც იანვარში ერნესტო ვალვერდე კიკე სეტიენმა შეცვალა, კლემან ლენგლეს სათამაშო დრომაც იკლო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად არის ძირითადში, პიკესთან ერთად სეტიენი უმტიტის უფრო ენდობა.

ფრანგი ცენტრალური მცველის აგენტმა დაადასტურა ჭორები, თითქოს კლემანით ნაპოლი არის დაინტერესებული. 24 წლის მცველმა შესაძლოა 2020 წლის ზაფხულში ბარსელონა დატოვოს და სხვა გუნდში აღმოჩნდეს.

თავად ლენგლეს სურს მომავალ სეზონშიც ბარსელონაში დარჩეს და კატალონიური კლუბის ღირსება დაიცვას. ამის შესახებ მან RMC-სთან ისაუბრა. ფრანგმა არ იცის, რა მოხდება მომავალში, თუმცა იმედი აქვს, რომ ის კლუბს არ გამოიცვლის.

"როდესაც ფეხბურთელი ხარ, არასდროს არ იცი, რა იქნება მომავალში. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მომავლ სეზონში ისევ ბარსელონაში ვითამაშებ. ეს დამოკიდებული იქნება სატრანსფერო ფანჯარაზე, რომელიც კლუბებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია", - განაცხადა ფრანგმა RMC-სთან საუბრაში.

კლემან ლენგლეს ბარსელონასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 19 მატჩი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელს ერთხელ გაატანინა.

კომენტარები

ბოლო ამბები