Thumbnail
  • გავრცელებული ინფორმავიით, შესაძლოა ჩილელმა ბარსელონა დატოვოს
  • 33 წლის ნახევარმცველის მომავალს მილანის ინტერს უკავშირებენ

ბოლო დროს ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ არტურო ვიდალმა შესაძლოა მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბარსელონა დატოვოს და ახალ კლუბში გადაბარგდეს.

ჩილელი ფეხბურთელი რამდენიმე გუნდს სურს. სულ ბოლო ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერა მილანის ინტერში გააგრძელოს.

ბარსელონას ლაუტარო მარტინესის დამატება სურს და ვრცელდებოდა ხმები, რომ შესაძლოა კატალონიურმა კლუბმა ნახევარმცველი არგენტინელის ტრანსფერში ჩართოს.

ბარსელონამ ვიდალი 2018 წლის ზაფხულში, მიუნხენის ბაიერნიდან დაიმატა. კონტრაქტის მიხედვით, ჩილელი ფეხბურთელი "კამპ ნოუზე" 2021 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არის შანსი ვიდალმა მომავალ წელს ბარსა უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

ბარსელონასა და მის მდგომარეობაზე ისაუბრა თავად ფეხბურთელმა. მიუხედავად იმისა, რომ არტუროს გარშემო მრავალი ჭორია, ის კლუბში თავს ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს და ფიზიკური ფორმაც შენარჩუნებული აქვს.

"ბარსელონაში თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ. რა თქნა უნდა, მსურს აქ ვიყო. ახლა უფრო მომზადებული ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მთელი ჩემი კარიერის მანძილზე არასდროს მქონია ამდენი დრო, რომ ასე კარგად მოვმზადებულიყავი", - განაცხადა არტურომ.

არტურო ვიდალს ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 22 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც თავი 6 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.   

კომენტარები

ბოლო ამბები