Thumbnail
  • ბელგიისა და ესპანეთის მატჩი ჩხუბით დასრულდა.
  • რაგბი ევროპას მორიგი სირცხვილი.

რაგბი ევროპას ბოლო ტურის მატჩში, ბელგიამ ესპანეთს უმასპინძლა და 18:10 მოუგო. შეხვედრა ჩხუბით დასრულდა. ესპანეთი გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო თასზე გადიოდა, მაგრამ მსაჯის რამდენიმე შეცდომამ მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა.

მსაჯის შეცდომები და ცუდი მსაჯობა გასაკვირი არ არის - ასეთ შემთხვევებს ხშირად შევხვედრივართ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შეხვედრას რუმინელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა. რუმინეთი კი, როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის მთავარი კონკურენტი იყო მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებაში.

ასეთ მნიშვნელოვან მატჩზე რუმინული ბრიგადის დანიშვნა - რაგბი ევროპას მორიგ სირცხვილად უნდა მივიჩნიოთ. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი რუმინელი ოქტავიან მორარიუა.

რუმინეთმა მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. ესპანეთი კი უკვე რეპეშაჟიდან ეცდება მსოფლიო თასზე გასვლას.

კომენტარები

ბოლო ამბები