Thumbnail

ფრენკი დე იონგი: თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა სათამაშოდ მზად არ ვარ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • 2-თვიანი პაუზის შემდეგ ბარსელონა მოედანს დაუბრუნდა
  • ფრენკი დე იონგი ნიდერლანდებში ვარჯიშობდა 

კორონავირუსის პანდემიის გამო აღებული იძულებითი პაუზის შემდეგ, ბარსელონა მოედანს გასულ კვირაში დაუბრუნდა და სავარჯიშო სესიები გაანახლა.

ხანგრძლივი დროის შემდეგ, მოთამაშეები ერთად ვარჯიშობენ და მათ შორის არის ფრენკი დე იონგიც. 23 წლის ფეხბურთელი პაუზის დროს სამშობლოში, ნიდერლანდებში მიყოფებოდა. ნახევარმცველი ინდივიდუალურად ვარჯშობდა და ცდილობდა სათამაშო ფორმა შეენარჩუნებინა.

ფრენკიმ დაბრუნების შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა სათამაშოდ ჯერჯერობით მზად არ არის. ნიდერლანდელის აზრით, ისიც და მთლიანად გუნდიც მატჩების ჩასატარებლად მზად რამდენიმე კვირაში იქნებიან.

"თავს კარგად ვგრძნობ. ნიდერლანდებში ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი. კარგია, რომ მოედანზე დავბრუნდით. თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ახლა სათამაშოდ მზად არ ვარ, მაგრამ რამდენიმე კვირაში ისევ მზად ვიქნებით შეხვედრების ჩასატარებლად", - განაცხადა დე იონგმა.

ფრენკი დე იონგმა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 26 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 2 გატანილი გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.     

კომენტარები

ბოლო ამბები