Thumbnail

FLOP SERIE A - წარუმატებელი ტრანსფერებისგან შედგენილი სიმბოლური ნაკრები

  • La Gazzetta dello Sport-მა სერია A-ს ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერები გაიხსენა
  • ფლოპტრანსფერების სიმბოლურში გოდინი, რაბიო და ალექსის სანჩესიც მოხვდნენ

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა, 2018-20 წლებში სერია A-ს კლუბების ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერები გაიხსენა და ამ ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • X
  • აინტრახტი

ფლოპტრანსფერების სიმბოლურ გუნდში, რომელიც 4-3-3 სქემითაა წარმოდგენლი, მეკარის პოზიცია ნაპოლის 23 წლის გოლკიპერმა ალექს მერეტმა დაიკავა, რომელიც 30 მილიონ ევროდ შეფასდა.

დაცვის ხაზში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ლეონარდო სპინაცოლა (რომა, 23,5 მილიონი ევრო), დიეგო გოდინი (ინტერი, € 5 მლნ), დენის ვავრო (ლაციო, € 10 მლნ) და ანტონიო ბარეკა (ჯენოა, € 10 მლნ).

ინტერმა ალექსის სანჩესი მანჩესტერ იუნაიტედიდან იჯარით 2019 წლის აგვისტოში აიყვანა

საკმაოდ ცნობილი მოთამაშეები არიან ნახევარდაცვაშიც: ლუკას პაკეტა (მილანი, € 30 მლნ), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, € 20 მლნ), ხავიერ პასტორე (რომა, € 10 მლნ).
 
თავდამსხმელთა ტრო ასე გამოიყურება: სიმონე ვერდი (ტორინო, € 20 მლნ), ალექსის სანჩესი (ინტერი, € 27,5 მლნ) და ირვინგ ლოსანო (ნაპოლი, € 35 მლნ).

სიმბოლური ნაკრების ჯამური ფასი 221 მილიონი ევროა

იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია. სატურნირო ცხრილის სათავეში ტურინის იუვენტუსია, რომელსაც 26 მატჩში 63 ქულა აქვს და ქულით უსწრებს რომის ლაციოს. ვარაუდობენ, რომ სერია A 14 ივნისის შემდეგ განახლდება, რის შესახებაც გადაწყვეტილება 28 მაისს დაგეგმილ კრებაზე უნდა მიიღონ.

კომენტარები

ბოლო ამბები