Thumbnail
  • ერთადერთი, რაც გარიგებას აფერხებს, 23 წლის ფეხბურთელის ხელფასია
  • ლუკა იოვიჩი რეალში გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა, იმედებს ვერ ამართლებს

მადრიდის რეალის 23 წლის ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა კარიერა, შესაძლოა, იტალიური მილანში გააგრძელოს. როგორც ირკვევა, აპენინელებს ფეხბურთელის 2-წლიანი იჯარა სურთ შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. გარიგებას ერთადერთი ფაქტორი აფერხებს. ეს სერბი ლეგიონერის ხელფასია, რომელიც რეალში 5 მილიონ ევროს უტოლდება, ამდენად, მოლაპარაკებები გრძელდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჰერტა
  • X
  • უნიონი

საინტერესოა, რომ ამ დროისთვის იოვიჩი დაშავებულია და იძულებითი უქმობა აგვისტოს შუა რიცხვებამდე მოუწევს. თავის დროზე ეს თემა დიდხანს განიხილებოდა, რადგანაც ლუკამ ტრავმა მეტად უჩვეულო ვითარებაში მიიღო. სახლში ყოფნისას კედელს მოსწყდა და ფეხი ისე მოიტეხა.

შეგახსენებთ, რომ იოვიჩი მადრიდულ გრანდში ფრანკფურტის აინტრახტიდან 2019 წლის ზაფხულში გადავიდა, ტრანსფერის ღირებულება კი 60 მილიონი ევრო იყო. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები