Thumbnail

'კულტურული ან ისტორიული მნიშვნელობა არ აქვს' - სან სიროს დაანგრევენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სან სიროს დანგრევას კომისიამ 'მწვანე აუნთო'
  • მილანი და ინტერი მის ადგილზე ახალ, 60-ათასიან სტადიონს ააშენებენ

ლომბარდიის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონულმა კომისიამ დაადგინა, რომ მილანის "სან სიროს" არ აქვს რაიმე სახის კულტურული ან ისტორიული დანიშნულება და მისი დანგრევა შესაძლებელია. ეს დასკვნა კომისიამ მას მერე გამოაქვეყნა, რაც მილანის მერმა ბეპე სალამ მას მიმართა...

La Repubblica წერს, რომ კომისიამ სტადიონის დანგრევას და ახლის აშენებას 'მწვანე აუნთო'. კომისიის დასკვნაში წერია, რომ 1937-39 წლებში და შემდეგ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იმდენჯერ იცვალა სახე, რომ ისტორიული მნიშვნელობა მთლიანად დაკარგა. 

სტადიონი 1926 წელს გაიხსნა მილანის უბან სან სიროში, 1980 წელს მას ჯუზეპე მეაცას სახელი ეწოდა. 1935 წლამდე კლუბ მილანის საკუთრება იყო, შემდეგ ქალაქის მუნიციპალიტეტის. "სან სიროზე" მატჩებს მილანი და ინტერი ატარებენ. სტადიონი 80 018 ადამიანს იტევს, თუმცა 2017 წელს Coldplay-ის კონცერტს 117 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.

2019 წელს მილანი და ინტერი შეთანხმდნენ, რომ მის ადგილზე ახალ სტადიონს ააშენებენ, რომელიც 60 ათას ადამიანს დაიტევს, სტადიონი 800 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდება და წესით, 2022/23 წლების სეზონისთვის უნდა იყოს მზად.  

კომენტარები

ბოლო ამბები