Thumbnail

£28 მილიონიანი ზარალი - იუნაიტედმა ბოლო 2 თვის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იუნაიტედის საერთო შემოსავალმა უკვე 18.7% იკლო
  • 'ეს კლუბის 142 წლიანი არსებობის მანძილზე ყველაზე უცნაური პერიოდია'

მანჩესტერ იუნაიტედის ფინანსურმა დირექტორმა - კლიფ ბატიმ დღეს განაცხადა, რომ კლუბმა მარტიდან მოყოლებული პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის გამო £28 მილიონი იზარალა.

კლიფის განმარტებით ტელევიზიები კლუბისგან - £20 მილიონის დაბრუნებას მოითხოვენ, ხოლო £8 მილიონი კლუბს მხოლოდ პირველი 3 მატჩის გადადება დაუჯდა, რის ჩასატარებლადაც ხარჯები უკვე გაწეული იყო.

ბატი ასევე ამბობს, რომ უგულშემატკივროდ ჩატარებულ შეხვედრებზე, მატჩის დღის შემოსავალი 0-ის ტოლი იქნება და ეს კლუბის ფინანსებს მომავალში კიდევ უფრო აზარალებს. კლუბის საერთო შემოსავალმა უკვე 18.7% იკლო.

ვალი კი £124.4 მილიონიდან, £429.1 მილიონამდე გაიზარდა. კლიფ ბატი ამბობს, რომ მხოლოდ 15 მარტს ტოტენჰემთან გასვლითი მატჩის გადადება იუნაიტედს £4 მილიონი დაუჯდა. "ეს კლუბის 142 წლიანი არსებობის მანძილზე ყველაზე უცნაური პერიოდია" - ამბობს ბატი.

კომენტარები

ბოლო ამბები