Thumbnail
  • ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებებს დინამო ბათუმიც აწარმოებდა
  • პოპსპორტის ინფორმაციით, იგი დინამო თბილისთან გააფორმებს კონტრაქტს

მას შემდეგ, რაც ჯანო ანანიძემ კვიპროსული ანორთოსისი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა, მის მიმართ ინტერესი ქართულმა კლუბებმა გამოიჩინეს. 27 წლის ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს დინამო ბათუმის ხელმძღვანელობა აწარმოებდა და მხარეები საბოლოო შეთანხმებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოოდ, როგორც პოპსპორტისთვის ხდება ცნობილი, ნახევარმცველი კარიერას ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ დინამო თბილისში გააგრძელებს. ანანიძე სავარაუდოდ 6-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს, თუმცა ეს ინფორმაცია, ისევე როგორც ზოგადად ტრანსფერი, ჯერ დადასტურებული არ არის.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • X
  • აინტრახტი

ანანიძე მოსკოვის სპარტაკში 2007 წლიდან თამაშობდა, 2009-ში მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. მოსკოვურ გუნდში იგი წელს იანვრამდე ირიცხებოდა, სანამ კვიპროსულ ანორთოსისს მიაშურებდა. შუალედებში ჯანომ განათხოვრების წესით როსტოვსა და კრილიას სოვეტოვშიც ითამაშა. ჯანოს სპარტაკთან ერთად რუსეთის ჩემპიონატი და სუპერთასი აქვს მოგებული, როსტოვის მაისურით კი რუსეთის თასზე მიაღწია წარმატებას. ანანიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 43 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 7 გატანილი გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები