Thumbnail

'აფრიკელი რომ ყოფილიყო, იტყოდნენ საუკეთესო არააო' - ეტო'ო ჯორდანზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბარსას ექს-ვარსკვლავმა ამერიკელი ლეგენდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა
  • The Last Dance უკვე დასახელდა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო დოკუმენტურ სერიალად

წარსულში ცნობილმა კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტო’ომ საინტერესო განცხადება გააკეთა მაიკლ ჯორდანის შესახებ. აფრიკელმა ვარსკვლავმა ამერიკელ ლეგენდაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჯორდანის შესახებ გადაღებული ფილმის სერიები ნახა.

“უკვე ვიხილე არაერთი ეპიზოდი ფილმიდან, სადაც დიადი ადამიანის ცხოვრებაა ასახული და მინდა ერთი რამ გითხრათ: ჯორდანი რომ აფრიკელი ყოფილიყო, აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც იტყოდა, რომ ის საუკეთესო არაა”.

ცნობისთვის, Netflix-ის 10-სერიანი ფილმი The Last Dance მაიკლ ჯორდანის შესახებ უკვე დასახელდა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო დოკუმენტურ სერიალად და მას გამოხმაურებებიც შესაბამისი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ჯორდანი 1984 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად იქნა არჩეული და ბულსთან ერთად NBA-ს ჩემპიონი 6-ჯერ გახდა. მაიკლი ლიგის ფინალების 6-გზის უძვირფასესი მოთამაშეა (MVP), სეზონის MVP 5-ჯერ იყო, ლიგის “ოლ სტარში” კი 14-ჯერ უთამაშია.

ასევე წარმატებული იყო თავის საქმეში სამუელ ეტო’ოც, რომელსაც ყველაზე კარგი პერიოდი მალიორკაში, ბარსელონასა და მილანის ინტერში ჰქონდა. ის ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებული, ლა ლიგის 3-გზის ჩემპიონი და იტალიის ჩემპიონია, კამერუნის ნაკრების მაისურით კი 118 მატჩში 56 გოლი აქვს გატანილი. სამუელი აფრიკელთა ინტერესებს მუდმივად იცავს და ამ მიმართულებით განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია.

კომენტარები

ბოლო ამბები