Thumbnail
  • იბეროსტარ ტენერიფე გიორგი შერმადინს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
  • ტენერიფეს ბასკი მწვრთნელი კიდევ ორი წლით დარჩა

ACB ლიგის იბეროსტარ ტენერიფე გიორგი შერმადინს უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას გაუგრძელებს...

ამის შესახებ solobasket.com წერს. ახლახან ტენერიფემ ხელშეკრულება გაუხანგრძლივა ბასკ თავკაც ჩუს ვიდორეტას, რომელიც კანარის კუნძულელებს 2018 წლიდან წვრთნის. ვიდორეტამ ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გაატორმა და კუნძულზე 2022 წლამდე დარჩება.

შერმადინმა ვარჯიში განაახლა

"ვიდორეტა გააგრძელებს თავის ამბიციურ პროექტს ტენერიფეში და ჯამში ამ კლუბში 6 სეზონი გამოუვა. წინ კიდევ ბევრი სიახლეა. მომდევნო გიორგი შერმადინია, ქართველი კალათბურთელი ტენერიფეს წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ბოლო სეზონში", - წერს ესპანური საიტი. 

31 წლის გიორგი შერმადინი კანარის კუნძულებზე 2019 წელს უნიკახადან გადავიდა. ესპანეთის ჩემპიონატში შერმადინი საშუალოდ 18.3 ქულას აკეთებდა, რაც მისი საუკეთესო შედეგია, რაც 2008 წელს ლეგიონერი გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები