Thumbnail
  • სეზონის განახლების თაობაზე გადაწყვეტილება 25 მაისს იქნება მიღებული
  • ქართველი კალათბურთელის გუნდს საპლეიოფო ზონას 1 მოგება აშორებს

საკალათბურთო ევროლიგის შესაძლო განახლების თაობაზე გადაწყვეტილება 25 მაისს იქნება მიღებული. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

როგორც ირკვევა, გამოკითხვაში მონაწილეობას ევროლიგის 11 კლუბი მიიღებს, რომელთაც A ლიცენზია გააჩნიათ. ესენი ანადოლუ ეფესი, ბასკონია, ცსკა, ბარსელონა, ფენერბაჰჩე, მაკაბი, მილანი, ოლიმპიაკოსი, პანათინაიკოსი, რეალი და ჟალგირისი არიან.

გამოკითხვამდე, ევროლიგის კლუბებმა სეზონის განახლების საკუთარი ვარიანტები და ის ქალაქებიც უნდა ჩამოწერონ, სადაც თამაშების ჩატარება სურთ.

გადაწყვეტილების მისაღებად უბრალო უმრავლესობა ანუ 6 ხმაა საჭირო, ამასთან, მიღებულ ვერდიქტს ევროლიგის 18-ვე კლუბი უნდა დაეთანხმოს. არაფერია თქმული იმის შესახებ, რა მოხდება, თუკი რომელიმე კლუბმა სეზონის განახლებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის მიმდინარე სეზონი მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. ამ დროისთვის, ესპანური ბასკონია, რომლის კაპიტანიც ქართველი თორნიკე შენგელიაა, 12 მოგებითა და 16 მარცხით მე-13 ადგილზეა. ბასკური კლუბი საპლეიოფო ზონას მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები