Thumbnail

10 ფანი სტადიონზე - ნორვეგია სეზონს მაყურებლებით დაიწყებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნორვეგიის ჩემპიონატი ივნისის შუა რიცხვებში უნდა დაიწყოს - მაყურებლებით
  • ფედერაციის დირექტორის აზრით, სტადიონზე რამდენიმე ფანი მაინც უნდა დაუშვან

ნორვეგიის საფეხბურთო ლიგა სეზონის დაწყებას 16 ივნისს გეგმავს. როგორც ირკვევა, სკანდინავიელები სტადიონებზე გულშემატკივრების შეშვებასაც აპირებენ - ოღონდ, მაქსიმუმ 10 ფანის დაშვებაზე ფიქრობენ.

რატომ მაინცდამაინც 10? ეს რიცხვი პირველად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნილს ფისკეტიონმა ახსენა. “ჩვენი სურვილია, რომ კლუბებს გარკვეული კონცეფციების შემუშავება დავავალოთ. მაგალითად, მათ უნდა შეეძლოთ ადამიანთა მცირე ჯგუფის სტადიონზე შეყვანა. ვგულისხმობ გულშემატკივრებს. შესაძლოა, მაქსიმუმ 10 ფანის სტადიონზე შესვლა კარგი იდეა იყოს,” - განაცხადა მან ტელეკომპანია NRK-სთან ინტერვიუში.

კორონავირუსის პანდემიის დროს, საფეხბურთო მატჩზე მაქსიმუმ 200 ადამიანი დაიშვება და ესენი არიან ფეხბურთელები, მწვრთნელები, ექიმები, ჟურნალისტები და კლუბისა თუ სტადიონის აუცილებელი პერსონალი. 15 ივნისიდან ნორვეგიაში მაქსიმუმ 10 ადამიანის შეკრებას დაუშვებენ. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის ჩემპიონატი წესით აპრილში უნდა დაწყებულიყო.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ გერმანიამ განაახლა. ბუნდესლიგაში რესტარტი 16 მაისს, 26-ე ტურით შედგა. მომდევნო ტური პარასკევს, ბერლინური დერბით იწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები