Thumbnail
  • ჯეიდონ სანჩო დიდი ალბათობით, მანჩესტერ იუნაიტედში გადავა
  • დორტმუნდის მოთხოვნა ცოტა არარეალურია

ინგლისელი ჯეიდონ სანჩო, ალბათ, მაინც დაუბრუნდება სამშობლოს - მისი შეძენის უპირველესი კანდიდატი მანჩესტერ იუნაიტედია...

"დეილი მეილი" წერს, რომ სანჩო მაინც დატოვებს დორტმუნდის ბორუსიას. 20 წლის სანჩო ბრწყინვალედ თამაშობს ბუნდესლიგაში. ახლა იუნაიტედისთვის მთავარი პრობლემა კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული ფინანსური ზარალია. კლუბის შეფი ედ ვუდვორდი აცხადებს, რომ ფინანსურ პრობლემებზე იმუნიტეტი არც იუნაიტედს აქვს. 

ამასობაში დორტმუნდი არ აპირებს სანჩო 120 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად გაყიდოს, რაც პანდემიის შემდგომ პერიოდში წარმოუდგენელ თანხად მოჩანს. 

შეგახსენებთ, რომ სანჩოს გადაბირებით ჩელსი, რეალი და ბარსელონა არის დაინტერესებული, მანჩესტერ სიტისაც სურს ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნება.

კომენტარები

ბოლო ამბები