Thumbnail

'ბარსას ლეოსთან ერთად მეტი ტიტული უნდა მოეგო' - ინიესტა მესიზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ანდრეს ინიესტა ბარსელონადან ზუსტად ორი წლის წინათ წავიდა
  • ინიესტას ინტერვიუ Ole-სთან

ზუსტად ორი წლის წინათ, ანდრეს ინიესტა ბარსელონას გამოეთხოვა. ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჟურნალ Ole-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა...

ანდრეს ინიესტა: "ბარსელონას ლეოსთან ერთად მეტჯერ უნდა მოეგო ჩემპიონთა ლიგის ტიტული. ფეხბურთი ასეთია - თქვენ გიწევთ ოპონენტებთან გამკლავება, რომელთაც ასევე გააჩნიათ ტალანტი. როცა იგებ, ამით სიამოვნება უნდა მიიღო. 

არგენტინელებს უამრავი დიდებული ფეხბურთელი ჰყავდათ და ჰყავთ, მათ შორის ერთი ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო იქნება. დიახ, მათ ბოლო დროს არ აქვთ წარმატება, მაგრამ რაც მოხდა გერმანიასთან ფინალში მცირე დეტალების ბრალია. მათ შეუძლიათ შეცვალონ მატჩის ბედი. სხვა დროს, ეს ფინალი სხვანაირად დასრულდებოდა. 

ლეო მესი ფეხბურთში ყოველ ნაბიჯზე ქმნის სიახლეს. მას შეუძლია ჰეთ თრიკი შეასრულოს, როგორც გოლებით, ისე ასისტებით. ტრიბუნებიდან თუ მისი თამაში დიდებულად ჩანს, თქვენ ის ახლოდან უნდა ნახოთ. ჩემთვის ის ნომერ პირველია, რადგან ყოველ მომენტში შეუძლია შეცვალოს მატჩის ბედი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის მთელი გუნდის გასაკეთებელს ვერ გააკეთებს". 

36 წლის ანდრეს ინიესტა იაპონურ ვისელ კობეში თამაშობს, ის იქ 2018 წლის მაისის ბოლოს ბარსელონადან გადავიდა, სადაც 2002-2018 წლებში თამაშობდა და ლა ლიგაში 450-მდე მატჩი ითამაშა და 35 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები