Thumbnail

'თავგადასავალი გრძელდება' - ოლივიე ჟირუმ ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

  • 33 წლის ფრანგი ფორვარდი ჩელსის ღირსებას 2021 წლის ზაფხულამდე დაიცავს
  • ლონდონელებმა ხელშეკრულება ასევე გაუხანგრძლივეს მეკარე ვილი კაბალიეროს

ლონდონის ჩელსიმ ფრანგ თავდამსხმელთან ოლივიე ჟირუსთან კონტრქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. ახალი შეთანხმება ფეხბურთელსა და კლუბს შორის 2021 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვოლფსბურგი
  • X
  • დორტმუნდი

"მოხარული ვარ, რომ ჩელსიში ჩემი თავგადავალი გრძელდება. ველოდები მომენტს, როდესაც თანაგუნდელებთან ერთად ფეხბურთს დავუბრუნდები. ერთი სული მაქვს, ჩავიცვა ჩელსის ფორმა და გავიდე ჩვენი ფანების წინაშე, გადავსებულ "სტემფორდ ბრიჯზე", როდესაც ეს უსაფრთხო იქნება", - ამბობს ფრანგი ფეხბურთელი.

ოლივიე ჟირუ ჩელსიში არსენალიდან 2018 წლის იანვარში გადავიდა. ტრანსფერის ფასმა 17 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში 33 წლის ფორვარდმა ინგლისის პრემიერლიგის 9 მატში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

კაბალიერომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩელსის კარი 4 მატჩში დაიცვა და 7 გოლი გაუშვა

ლონდონის ჩელსიმ ხელშეკრულება ასევე მომავალი სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივა მეკარე ვილი კაბალიეროსაც. 38 წლის არგენტინელი კლუბის სათადარიგო მეკარეა, რომლის ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები