Thumbnail

სახელფასო ზედა ზღვარი ფეხბურთში - გერმანიაში ამაზე სერიოზულად დაფიქრდნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ხელფასების თემაზე ისაუბრა
  • ფრიტც კელერის აზრით, ფეხბურთში რეგულაციების შემოღება აუცილებელია

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ფრიტც კელერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის სახელფასო ზედა ზღვარის დაწესება აუცილებელია. 

"პროფესიონალური ფეხბურთი რიგით ადამიანებს უნდა დავუახლოვოთ. საჭიროა ვიფიქროთ სახელფასო ანაზღაურების ზედა ზღვარზე. ამ საკითხის განხილვას საზღვარგარეთ ჩემს კოლეგებთან და უეფას პრეზიდენტთანაც ვაპირებ.

ფეხბურთში უნდა არსებობდეს რეგულირება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან. აგენტების საკომისიოები და უზარმაზარი სატრანსფერო თანხები სულ უფრო და უფრო აშფოთებს საზოგადოებას და გვაშორებს სპორტის ჩვენთვის საყვარელ სახეობასთან. გვთხოვენ, რომ რაღაც მოვიმოქმედოთ", - ამბობს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი.

ფრიც კელერი თავის ინიციატივაზე საუბარს უეფას პრეზიდენტთანაც აპირებს

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგა პირველი ტოპჩემპიონატია ევროპაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ განახლდა. გეგმის თანახმად, გერმანიის ჩემპიონატი 27 ივნისს უნდა დასრულდეს.

ბუნდესლიგაში გასული 26 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში მიუნხენის ბაიერნია. 54 ქულით მეორე ადგილზე დორტმუნდია, ხოლო გლადბახი (52) მესამეზე.

კომენტარები

ბოლო ამბები