Thumbnail
  • მანუელ ნოიერსა და ბაიერნის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა
  • 34 წლის მეკარემ რეკორდმაისტერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა: მანუელ ნოიერი და მიუნხენის ბაიერნი, როგორც იქნა, ახალი ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრების 34 წლის მეკარე რეკორდმაისტერთან კონტრაქტს აგრძელებს და მიუნხენში რჩება. ინფორმაცია ბაიერნმა ოფიციალურად დაადასტურა.

ნოიერის ახალ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ივნისამდე ექნება. “მანუელი მსოფლიოში საუკეთესო მეკარე და ჩვენი კაპიტანია. ბაიერნი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია იმით, რომ მანუელმა ჩვენთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა,” - ეს მიუნხენური გრანდის გენერალური მენეჯერის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

დირექტორთა საბჭოს წევრმა ოლივერ კანმა ინტენსიურ მოლაპარაკებებზე ისაუბრა: “მე საკმაოდ კარგად მესმის მანუელ ნოიერის. ჩვენთვის გასაგებია, კარიერის რომელ ფაზაზე ფიქრობს მანუ და რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. თანხმობითა და კონტრაქტის გაგრძელებით მან ძლიერი ნიშანი მისცა ყველას.”

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • X
  • აინტრახტი

“სანამ პანდემიის გამო ფეხბურთს არ ვთამაშობდით, გადაწყვეტილების მიღება არ მსურდა, რადგან არავინ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა ბუნდესლიგა, - აღნიშნა ნოიერმა, - გარდა ამისა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კვლავ ჩვენს მეკარეების მწვრთნელთან, ტონი ტაპალოვიჩთან ერთად მემუშავა. რაკი მისი საკითხიც გადაწყვეტილია, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. ბაიერნში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.”

‘ბილდის’ ინფორმაციით, ნოიერს ხელფასს უმატებენ. აქამდე ის წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ევროს იღებდა, ახლა კი 20 მილიონამდე აიღებს. აღსანიშნავია, რომ გერმანული მედიის ინფორმაციით, ნოიერი 4-წლიან კონტრაქტს ითხოვდა და როგორც ხედავთ, ბაიერნის ხელმძღვანელებმა მიზანს მიაღწიეს და ახალი კონტრაქტი 3-წლიანია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ გერმანიამ განაახლა. ბუნდესლიგაში რესტარტი 16 მაისს, 26-ე ტურით შედგა. მომდევნო ტური პარასკევს, ბერლინური დერბით იწყება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჰერტა
  • X
  • უნიონი

 

კომენტარები

ბოლო ამბები