Thumbnail
  • ანხელ ტორესმა განაცხადა, რომ მესის იჯარით წაყვანა სურთად
  • ბარსელონას კი გვარდიოლას გაცვლა ლაუდრუპში უნდოდა

ხეტაფეს პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ტორესმა თქვა, რომ ხეტაფე საკმაოდ ახლოს იყო ლიონელ მესისა და პეპ გვარდიოლას დამატებასთან, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს.

ხეტაფეს პრეზიდენტი ანხელ ტორესი

ანხელ ტორესი ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იყო ბარსელონას ყოფილ პრეზიდენტთან ჟოან ლაპორტასთან. ხეტაფეს პრეზიდენტი მაშინ ამ ახლო ურთიერთობას იყენებდა და ცდილობდა, ბარსელონადან ფეხბურთელები დაემატებინა, მათ შორის ლიონელ მესი.

"მესის პირველ თუ მეორე სეზონში (როდესაც ის უკვე პირველ გუნდში ირიცხებოდა) ჩვენ ნამდვილად ახლოს ვიყავით მისი იჯარის წესით დამატებასთან, თუმცა საბოლოოდ ფრენკ რაიკაარდი ამას არ დათანხმდა და მესი ბარსელონა დარჩა", - განაცხადა ანხელმა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვოლფსბურგი
  • X
  • დორტმუნდი

ხეტაფეს პრეზიდენტის თქმით, გარდა ლიონელ მესის ტრანსფერისა, მისი კლუბი ახლოს იყო პეპ გვარდიოლას დამატებასთანაც. თუმცა, როგორც არგენტინელის შემთხვევაში, მათ აქაც არაფერი გამოუვიდათ.

"ერთ დღეს, იმ დროისთვის ბარსელონას სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირიშტაინი ერთ-ერთი კენჭისყრისას შვეიცარიაში იმყოფებოდა და იყო მოსაზრება, რომ მაშინ ხეტაფეს მთავარი მწვრთნელი მიქაელ ლაუდრუპი ბარსელონასთვის დაგვეთმო, ხოლო მის სანაცვლოდ გვრარდიოლას დაგვითმობდნენ. თავიდან ლაპორტა სულაც არ იყო დარწმუნებული პეპში", - დაამატა ანხელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები