Thumbnail

2023 წლამდე ბიარიცში – ქართველ მორაგბესთან შეთანხმება პრეზიდენტმა დაადასტურა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვახტანგ ახობაძე მომავალი 3 წლის განმავლობაშიც ფრანგულ კლუბში ითამაშებს
  • ბიარიცი Pro D2-ში ირიცხება და ამ დროისთვის, ცხრილში მე-6 ადგილი უკავია

27 წლის ქართველმა მორაგბემ ვახტანგ ახობაძემ (სიმაღლე 1.77 მ. წონა 118 კგ.) Pro D2-ის წევრ ბიარიცთან კონტრაქტი გააგრძელა და ფრანგული კლუბის ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს. ეს ინფორმაცია ბიარიცელთა პრეზიდენტმა ჟან-ბაპტისტ ალდიჟმა თავად გაავრცელა.

ქართველ ბურჯს საფრანგეთში ალბის, მასისა და აჟენის მაისურითაც უთამაშია, ბიარიცში კი 2018 წელს გადაბარგდა და მიმდინარე სეზონში 12 მატჩის ჩატარება მოასწრო.

სანამ კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთის ჩემპიონატი შეწყდებოდა, ბიარიცს 23 მატჩში 12 მოგება ჰქონდა და Pro D2-ში მე-6 ადგილზე იმყოფებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები