Thumbnail
  • კაი ჰავერტცი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშეა
  • გერმანელს რამდენიმე ევროპული გრანდი უმიზნებს

კაი ჰავერტცი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია. 20 წლის მოთამაშე ამ დროისთვის ბაიერ ლევერკუზენის ღირსებას იცავს, თუმცა მისი კარგი თამაშის გამო ვარაუდობენ, რომ გერმანელი მომავალ ზაფხულს კლუბს გამოიცვლის.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გლადბახი
  • X
  • ლევერკუზენი

ნახევარმცველით ოთხი ევროპული გრანდი ინტერესდება. მიუნხენის ბაიერნი, ლივერპული, ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც ჰავერტცის დამატებას შეეცდებიან.

კორონავირუსის პანდემიამდე კაის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი იყო, თუმცა რა ეღრება ფეხბურთელი კრიზისის დროს, რთული სათქმელია. ლევერკუზენი მის გაყიდვას რაც შეიძლება მაღალ ფასში შეეცდება, თუმცა კრიზისის ფონზე გაუჭირდება. თუმცა კაიმ ორშაბათს კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. სეზონის განახლებიდან პირველსავე ტურში მან ბრემენის ვერდერთან დუბლი შეასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავად ჰავერტცი მზად იყო, მიუნხენის ბაიერნში გადასულიყო და მომავალ წელს ისევ ბუნდესლიგაში ეთამაშა. თუმცა SunSport-ის ინფრომაციით, 'ალიანც არენაზე' გადასვლა არც ისე რეალურია და უფრო დიდი შანსია კაი, პრემიერლიგაში აღმოჩნდეს.

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი შემტევ ნახევარმცველს 18 თვეა აკვირდება და მის განვითარებას უყურებს. გერმანელმა სპეციალისტმა იცის, რომ თუ ჰავერტცს 2020 წლის ზაფხულში ვერ დაიმატებს მისი შემდეგ დამატება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.

ჰავერტცმა ვერდერთან დუბლი შეასრულა

ლივერპულის გარდა კაის დამატება ლონდონის ჩელსისაც სურს. მათი აზრით ახალგაზრდა გერმანელს შეუძლია, ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდეს გუნდის და მისი დამატების შემთხვევაში ნახევარდაცვა კიდევ უფრო კარგად დაკომპლექტებული იქნება. ფრენკ ლამპარდის გუნდს აქვს საკმარისი თანხა, რომ ჰავერტცი დაიმატოს.

კიდევ ერთი ინგლისური გუნდი, რომელიც დაახლოებით 1 წელია ფეხურთელს აკვირდება, მანჩესტერ იუნაიტედია. იმ შემთხვევაში, თუ მანჩესტერელები პოლ პოგბას დაკარგავენ, ნახევარდაცვაში მის შემცვლელად კაი ჰავერტცის მოყვანას განიხილავენ.

ახალგაზრდა გერმანელს ლევერკუზენთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშრებს. მას ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრა აქვს გამართული, სადაც თავი 8 გატანილი გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები