Thumbnail

რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრებში დიდი ხნით დარჩა - აზარი ბედნიერია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანელმა მწვრთნელმა ბელგიის ნაკრებთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა
  • ამ ფაქტს ბელგიის ფეხბურთის ასოაციაცია ედენ აზარის ვიდეორგოლით გამოეხმაურა

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. როგორც ასოციაციას საიტზეა მითითებული, 46 წლის ესპანელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდა. შესაბამისად, მარტინესი ბელგიელებს ევრო 2020-სა და 2022 წლის მუნდიალზე უთავკაცებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, რომელშიც "წითელი ეშმაკების" კაპიტანი ედენ აზარი მონაწილეობს. რეალის ვარსკვლავი FIFA-ს სიმულატორზე თამაშის დროს ეროვნული გუნდის მწვრთნელად რობერტო მარტინესს იღებს. აზარი კმაყოფილია არჩევანით და სასიამოვნო ამბავს ბელგიის ნაკრებში თანაგუნდელ რომელუ ლუკაკუს უზიარებს.

რობერტო მარტინესმა ბელგიის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჯერ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, შემდეგ კი ტურნირში საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა. 

მოგვიანებით ბელგიის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზეც მოხვდა, რომლის შესარჩევ ჯგუფში პირველი პოზიცია დაიკავა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ევრო 2020 მომავალი წლისთვის გადაიდო. ცნობილია, რომ ჯგუფურ ეტაპზე მარტინესის გუნდს მეტოქეებად რუსეთი, დანია და ფინეთი ეყოლება.

მარტინესმა ბელგიის ნაკრების მუნდიალის 1/2-ფინალში გაიყვანა

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ფიფას სანაკრებო რეიტინგის სათავეში სწორედ ბელგიის ნაკრებია. 

ბელგიის ნაკრების ჩაბარებამდე, რობერტო მარტინესი ინგლისში მუშაობდა, სადაც სოუნსის, უიგანსა და ევერტონს წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები