Thumbnail

ფუტსალის ლიგა: ტატიშვილმა მოიგო და გალიდერდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მართვე 7:13 კოლხი
  • აფხაზეთი 3:8 თბილისი
  • ბსუ 4:7 ტატიშვილი
  • თელასი 7:4 აგორა

საინტერესოდ წარიმართა საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-13 ტურის შეხვედრები. დაძაბული მატჩების შემდეგ, ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს.

ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარებული შეხვედრით გაიხსნა. მართვემ კოლხი-გულრიფში მიიღო და 7:13 დამარცხდა.

გამარჯვებული გუნდიდან 4 გოლით ომით ნაბათალიზადე გამოირჩა, ჰეთთრიკი კი ჰამედ ჰოსეინზადეს ანგარიშზეა.

ირანელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა კოლხიმ მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა. უხვგოლიანი გამოდგა აფხაზეთი-თბილისის დაპირისპირება, რომელიც დედაქალაქელებმა 8:3 მოიგეს.

გამარჯვებული გუნდიდან 5 გოლი კახაბერ გოგოხიამ გაიტანა. მატჩის შემდეგ, თამაშის გმირმა კომენტარი გააკეთა:

“პირველ ნახევარში ბევრი მომენტი გავაფუჭეთ, თუმცა გავიმარჯვეთ და კმაყოფილი ვარ. ჩემს მიერ გატანილ გოლებზე მნიშვნელოვანი ანგარიშია. ოთხეულში მოხვედრის შანსი მცირეა, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”

წარმატებული სერია შეწყვიტა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ბსუ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ტატიშვილს დაუპირისპირდა და 4:7 დამარცხდა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეორე ნახევარში კი ფავორიტმა უკეთესი ფიზიკური მომზადების და კლასის ხარჯზე გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.

ამ გამარჯვებით, ტატიშვილი სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს აგორა და სტუ-თელასი დაუპირისპირდნენ.

თელასის საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, ფავორიტად აგორა იყო მიჩნეული, თუმცა ავთანდილ ასათიანის გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენს და 7:4 დაამარცხა მეტოქე.

ამ გამარჯვებით, თელასი პლეი ოფისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ბსუ-ს 6 ქულით დაშორდა და სატურნირო ცხრილის 4-ეულში ადგილი გაიმყარა.

ცხრილში პირველ ადგილზე 30 ქულით ტატიშვილია, 1 ქულით ნაკლები აქვს კოლხის და მეორე ადგილი უკავია, 28 ქულით აგორა მესამეა, ხოლო პლეი ოფში გამსვლელ მე-4 პოზიციას თელასი იკავებს

კომენტარები

ბოლო ამბები