Thumbnail

'თამაშის დღეს სტადიონთან ნუ შეიკრიბებით' - იუნაიტედი ფანებს მიმართავს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ეს ეხება როგორც საშინაო, ასევე გასვლით მატჩებს
  • კლუბმა ფანებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ...

მანჩესტერ იუნაიტედმა გულშემატკივრები გააფრთხილა, რომ პრემიერლიგის განახლების შემდეგ, საშინაო მატჩების მიმდინარეობისას სტადიონთან ნუ შეიკრიბებიან.

"გთხოვთ სახლში დარჩეთ, როგორც საშინაო, ასევე გასვლით მატჩებისას და ნუ ეცდებით სტადიონების გარშემო შეკრებას." - მიმართა კლუბმა ოფიციალური წერილით სეზონის ბილეთის მფლობელებს.

კლუბმა ასევე დაადასტურა, რომ ვისაც სეზონის ბილეთი ჰქონდა შეძენილი იმ ფანებს, თანხა უკან დაუბრუნდებათ. კლუბმა ვარჯიშები კერინგტონის ბაზაზე ახლახანს განაახლა.

"პარკებში სირბილი კარგია, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად არ გამოდგება" - ამბობს იუნაიტედის მარცხენა მცველი ლუკ შოუ. "ძალიან მიხარია დაბრუნება, არამარტო მე და ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბი უნდა ნახოთ, ყველა ძალიან გახარებულია."

კომენტარები

ბოლო ამბები