Thumbnail

კაპელო: ყველაზე მეტ პრობლემას ქმნიდა, რომ წავიდა, მოგება დავიწყეთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘ვან ნისტელროიმ მითხრა, გასახდელში ალკოჰოლის სუნიაო, ყველაფერს მივხვდი’
  • იტალიელმა მწვრთნელმა რონალდოსთან ერთად გატარებულ პერიოდზე ისაუბრა

მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ბრაზილიელ რონალდოსთან ერთად გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ ესპანურ კლუბს პრობლემები არ აკლდა.

“უდავოა, რომ რონალდო ყველაზე ნიჭიერია, ვისთან ერთადაც კი მიმუშავია, თუმცა, გასახდელში ის ყველაზე დიდ პრობლემას ქმნიდა. თითქმის ყველაფერს აკეთებდა, რაც სურდა და სხვების აყოლიებასაც ცდილობდა. ერთხელ, ჩემთან ვან ნისტელროი მოვიდა და მითხრა: “მისტერ, გასახდელში ალკოჰოლის სუნია”. უკვე ვხვდებოდი, რაშიც იყო საქმე. ისე გამოვიდა, რომ მოგებები სწორედ რონალდო მილანში გადასვლის შემდეგ დავიწყეთ, თუმცა, თუ მხოლოდ ტალანტზე ვსაუბრობთ, უდავოა, რომ ის საუკეთესო გახლდათ”.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი კაპელო რეალს 2-ჯერ – 1996-97 და 2006-07 წლების სეზონში წვრთნიდა და ლა ლიგის მოგება ორივე შემთხვევაში მოახერხა. რონალდო “სამეფო კლუბში” 2002-07 წლებში თამაშობდა, ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედალი კი 2003 წელს დაისაკუთრა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები