Thumbnail

შოთა-შოუ - არველაძის 5 გოლი ერთ ტაიმში და ბომბარდირის ტიტული [1996]

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 24 წლის წინ, ქართველმა ფორვარდმა ესკიშეჰირსპორი გაამწარა
  • იმ სეზონში შოთამ 25 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგი იყო

ზუსტად 24 წლის წინ, 1996 წლის 19 მაისს შოთა არველაძემ ტრაბზონსპორის მაისურით ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. თურქეთის ჩემპიონატის დასკვნით ტურში ტრაბზონელებმა ესკიშეჰირსპორი 7:1 გაანადგურეს, ქართველმა თავდამსხმელმა კი სტუმართა კარი 5-ჯერ დალაშქრა.

საინტერესოა, რომ არველაძემ ხუთივე გოლი მე-2 ტაიმში გაიტანა, პირველი 47-ზე, ბოლო კი – 75-ეზე. ამ ფონზე გასაკვირი არ ყოფილა, რომ შეხვედრის თურქმა კომენტატორმა თამაში მაშინვე მონათლა შოთა-შოუდ.

ქართველმა თავდამსხმელმა აღნიშნული მატჩის ვიდეო სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელა მინაწერით: 5 გოლი ესკიშეჰირსპორთან, 1996 წელს. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება ტრაბზონში გატარებული პერიოდიდან.

არველაძემ იმ სეზონში 25 გოლი შეაგდო და თურქული სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შოთამ სწორედ ბოლო ტურში გატანილი 5 ბურთის წყალობით გაასწრო ფენერბაჰჩეს ბოსნიელ შემტევ ელვირ ბოლიჩს, რომელსაც 21 გოლი მოუგროვდა. ტრაბზონი 1995-96 წლების სეზონში მხოლოდ ხსენებულ ფენერს ჩამორჩა და უეფას თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ტრაბზონელთა რიგებში 1993 წელს გამოჩნდა და სანამ ამსტერდამის აიაქსში გადაბარგდებოდა, სუპერლიგის 94 მატჩში 61 გოლის გატანა მოახერხა.

Trabzonspor

5 goals against @eskisehirsporsk #onthisday 1996 ⚽️⚽️⚽️⚽️⚽️ one of my favorite memories with @trabzonspor ❤️ #süperlig #trabzonspor #turkey #goals 🔵🔴

Posted by Shota Arveladze on სამშაბათი, 19 მაისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები