Thumbnail
  • France Football-ის TOP 50 ყველაზე გავლენიანი ფეხბურთში
  • პირველი ადგილი ყველას გააოცებს

ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა იმ ადამიანებისა და მოვლენების რეიტინგი შეადგინა, რომელთაც თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე დიდი გავლენა აქვთ...

შეგახსენებთ, რომ ეს გამოცემა წლებია, "ოქროს ბურთის მფლობელებს ასახელებს. ჟურნალის არჩევანი ამ შემთხვევაში ძალზე საკამათოა. პირველ ადგილზე გავიდა... პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი.

"დიახ, ყველაზე გავლენიანი პერსონა ფეხბურთში პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფია! ის მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდის პრეზიდენტი და beIN media-ს მფლობელია, რომელსაცაც 55 მილიონი კლიენტი ჰყავს. Qatar Sports Investments-ის შეფს ახალი დავალება აქვს - 2022 წლის მუნდიალის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება", - წერს გამოცემა.

ნეიმარი მე-16 ადგილზეა

ყველაზე გავლენიანი პერსონა ფეხბურთში. TOP 10

1. ნასერ ალ-ხელაიფი (პსჟ-ს პრეზიდენტი)

2. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)

3. ჯანი ინფანტინო (ფიფას პრეზიდენტი)

4. იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი)

5. ჟორჟე მენდეში (აგენტი)

6. ანდრეა ანიელი (იუვენტუსის პრეზიდენტი)

7. ლიონელ მესი (ბარსელონა) 

8. ფლორენტინო პერესი (რეალი)

9. მეგან რაპინო (რეინი)

10. შვეიცარიული იუსტიცია

გეტყვით, რომ უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერენი მე-13 პოზიციაზეა, ხოლო პეპ გვარდიოლა - მე-12-ზე. ზინედინ ზიდანი მე-18-ეა. ოცეულში კიდევ 2 ფეხბურთელია - ნეიმარი (16) და კილიან მბაპე (20).  

კომენტარები

ბოლო ამბები