Thumbnail
  • ლაიპციგის 24 წლის თავდამსხმელის შეძენით მილანის ინტერიც ინტერესდება
  • გერმანელმა ფეხბურთელმა შესაძლოა ლაუტარო მარტინესის ადგილი დაიკავოს 

ლაიპციგის თავდამსხმელი ტიმო ვერნერი მზადაა კარიერა მილანის ინტერში გააგრძელოს. საინტერესოა, რომ მანამდე 24 წლის ფეხბურთელი იტალიური სერია A-ს კლუბში გადასვლას გამორიცხავდა, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა აზრი შეიცვალა.   

გერმანელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებში პაუზა აიღო ლივერპულმა, რომელიც ტიმოსთვის ბრძოლაში ფავორიტად მიიჩნეოდა, შედეგად კი, ვერნერი კარიერის იტალიაში გაგრძელების ვარიანტის განხილვას დათანხმდა.

იტალიური მედია იუწყება, რომ "ნერაძურის" წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტში არიან ფეხბურთელის გარემოცვასთან.

ვერნერის ინტერში ტრანსფერი შესაძლებელი იმ შემთხვევაში გახდება, თუკი მილანელები არგენტინელ ფორვარდ ლაუტარო მარტინესს დათმობენ, რომლის გადაბირება კატალონიურ ბარსელონას ძალიან სურს.

ბარსელონა ლაუტაროს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს და პლუს, ორ ფეხბურთელს თმობს

ცნობილია, რომ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელით ასევე ინტერესდებიან მიუნხენის ბაიერნი, ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი. 

ტიმო ვერნერს ლაიპციგთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თავდამსხმელის სატრანსფერო ფასად კი 64 მილიონი ევრო სახელდება. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ლაიპციგის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები