Thumbnail

ტურინულმა სპორტულმა გაზეთმა Tuttosport-მა დაწერა, რომ 31 წლის ჰენრიხ მხითარიანის დარჩენა რომაში უკიდურესად რთული იქნება. შეგახსენებთ, რომ სომეხი ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში არსენალიდან იჯარის წესით თამაშობს. ისევ გააქტიურდა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის თემა რომაში...

"ჰენრიხ მხითარიანს რომაში დარჩენა სურს, მაგრამ ეს ძალზე რთული იქნება. მისი იჯარა მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუკი არსენალი მას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. მაგრამ, დიდი ალბათობით, ინგლისური კლუბი ამას არ იზამს და მხითარიანის გაყიდვას შეეცდება", - წერს იტალიური გამოცემა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • X
  • აინტრახტი

Tuttosport წერს, რომ თუ მხითარიანის ვარიანტი ჩავარდება, გუნდს ალტერნატივის მოძებნა მოუწევს. ვარიანტები არის, მაგრამ დიდად არის დამოკიდებული რომას ბიუჯეტზე. ყველაზე ძვირი სიამოვნება ლოკომოტივის ნახევარმცველი მირანჩუკია, რუსეთის ნაკრების წევრი 15 მილიონი ევრო ღირს.

"რუსის ალტერნატივა შესაძლოა, იყოს ბრაზილიელი ტეტე ფონსეკას ძველი შეგირდი შახტარიდან. მესამე, ყველაზე იაფი ალტერნატივა გიორგი ჩაკვეტაძეა გენტიდან", - წერს "ტუტოსპორტი".  

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჩაკვეტაძეს ბოლო დროს ხშირად რომასთან, ბორდოსთან, ვესტ ჰემთან და ტრაბზონსპორთან აკავშირებენ. "ტრანსფერმარკტი" მას 6.7 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები