Thumbnail

'იმედია ლა ლიგა ბუნდესლიგის გზას აირჩევს' - რაკიტიჩი სეზონის განახლებას ითხოვს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ივან რაკიტიჩს უფეხბურთობას უმაყურებლო ფეხბურთი ურჩევნია
  • ხორვატს სურს, რომ ლა ლიგა მალე განახლდეს და სეზონი დასრულდეს

65-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგა უმაყურებლოდ, თუმცა მაინც დაბრუნდა. გერმანიის ჩემპიონატი ერთადერთი შეჯიბრია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატებიდან, რომელიც განახლდა. სხვა წამყვანი ტურნირები ჯერ-ჯერობით ისევ შეჩერებულია და მათი დაბრუნების მხოლოდ სავარაუდო თარიღები ვიცით.

რესტარტის შემდეგ, ბუნდესლიგაში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო დერბი გაიმართა. რურის დერბიში დორტმუნდის ბორუსიამ შალკე 4:0 გაანადგურა. ფეხბურთის დაბრუნებით ბევრი გულშემატკივარი და ფეხბურთელია გახარებული და ელიან, რომ სხვა ჩემპიონატებიც განახლდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვოლფსბურგი
  • X
  • დორტმუნდი

სხვა ჩემპიონატები ბუნდესლიგას დიდი ყურადებით აკვირდებიან. მათ აინტერესებთ გამართლებული იქნება თუ არა გერმანიის არჩევანი. ერთ-ერთი ასეთი ივან რაკიტიჩია. ხორვატის აზრით ფეხბურთის დაბრუნება კარგია და ლა ლიგა ბუნდესლიგის მიერ არჩეულ გზას უნდა დაადგეს.

"ფეხბურთის დაბრუნება სასიამოვნოა. საინტერესოა, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი გულშემატკივრის გარეშე ხდება. იმედია ჩვენ (ლა ლიგა) შეგვიძლია იმავე გზას მივყვეთ. განცალკევებული სათადარიგო სკამები და არანაირი ფანები, ეს არის სურათი, რომელსაც უნდა შევეჩვიოთ," - განაცხადა 32 წლის ნახევარმცველმა.

ივან რაკიტიჩა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 21 შეხვედრა გამართა, სადაც თავი მხოლოდ 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები