Thumbnail

'ვირუსმა მის გულს დაარტყა' - ხაბიბმა მამის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, მძიმეა
  • UFC-ის ჩემპიონი დაღესტნელებს ვირუსთან ბრძოლაში ერთიანობისკენ მოუწოდებს

UFC-ის დაღესტნელმა ჩემპიონმა მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა მამის მდგომაროებაზე ისაუბრა. 57 წლის ადბულმანაპ ნურმაგომედოვს, რომელიც რუსეთში ცნობილი მწვრთნელია, კორონავირუსმა ჯანმრთელობის სერიოზული პრომლემები შეუქმნა და მოსკოვის კლინიკაში სიკვდილს ებრძვის.

"ინტერნეტში მამაჩემზე ბევრს წერენ. ის ამჟამად საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა ძალიან, ძალიან მძიმეა. ამ ვირუსმა გულს დაარტყა, რომელზეც ერთი წლის წინ ოპერაცია აქვს გაკეთებული. ახლა ოპერაცია ხელმეორედ ჩაუტარეს. მადლობა ყველას, ვინ გვწერს, მხარს გვიჭერს და უფალს მისთვის დახმარებას სთხოვს. გვფარავდეს ალაჰი", - ამბობს ხაბიბი ინსტაგრამზე დადებულ ვიდეომიმართვაში, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ მარტო მის ახლო სანათესაოში რეანიმაციაში მოთავსება 20 ადამიანს დასჭირდა და მათგან რამდენიმე გარდაიცვალა.

აბდულმანაპი ცნობილი მწვრთნელია და მას საბრძოლო სამბოში მსოფლიოს 18 ჩემპიონი ჰყავს აღზრდილი

ხაბიბმა დაღესტნელებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ, წესების დაცვისა და ისლამური რიტუალების შინ აღსრულებისკენ მოუწოდა. UFC-ის ვარსკვლავის თქმით, რესპუბლიკაში მდგომარეობა ტრაგიკულია.

ოფიციალური სტატისტიკით, 18 მაისს დაღესტანში კორონავირუსით 3460 ადამიანი დაავადდა და 29 გარდაიცვალა, თუმცა იუწყებიან, რომ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რეალური რიცხვი ოფიციალურს რამდენჯერმე აღემატება. 

კომენტარები

ბოლო ამბები