Thumbnail
  • ვერდერი 1:4 ლევერკუზენი
  • კაი ჰავერტცის დუბლი, 17 წლის ფლორიან ვირტცის რეკორდი

ბუნდესლიგის 26-ე ტურის ბოლო მატჩში ბრემენში ვერდერი 1:4 დამარცხდა ლევერკუზენის ბაიერთან. ამ ტურით, ბუნდესლიგა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაბრუნდა...

სტუმრებს წარმატება 20 წლის კაი ჰავერტცმა მოუტანა, რომელმაც პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა ვერდერს. მის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 8 გოლია.

17 წლის ფლორიან ვირტცი

ლევერკუზენის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 17 წლისა და 15 დღის ფლორიან ვირტცს, რომელიც კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა, მან 111 დღით აჯობა კაი ჰავერტცს. ბუნდესლიგაში კი ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა ნური შაჰინისა და იან ბისეკის შემდეგ. 

26-ე ტურის შემდეგ 58 ქულით ლიდერობს მიუნხენის ბაიერნი, რომელსაც 4 ქულით ჩამორჩება დორტმუნდის ბორუსია. მესამე ადგილზე მიონხენგლადბახის ბორუსია (52 ქულა) გადავიდა. ხუთეულში არიან: ლაიპციგი (51) და ლევერკუზენი (50). 

გამოკითხვა

ვინ დაასრულებს სეზონს უფრო მაღლა?

  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი

ვერდერი 1:4 ლევერკუზენი

გოლები: 0:1 ჰავერტცი (28), 1:1 გებრე სელასიე (30), 1:2 ჰავერტცი (33), 1:3 ვაიზერი (61), 1:4 დემირბაი (78)

კომენტარები

ბოლო ამბები