Thumbnail
  • ნანიმ მანჩესტერ იუნაიტედი და ალექს ფერგიუსონი გაიხსენა
  • ყველაზე მეტად ნანი აცილებული პენალტის გამო დაისაჯა

ნანიმ მანჩესტერ იუნაიტედში, ალბათ, კარიერის საუკეთესო მონაკვეთი გაატარა. პორტუგალიელმა იუნაიტედთან ერთად შიდა ინგლისური ჯილდოების გარდა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ინტერვიუში მან სერ ალექს ფერგიუსონი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რადგან მეზობლები იყვნენ, თუმცა ფერგიუსონი მას აშინებდა.

ნანი: "თავიდან მისი მეშინოდა. როგორც მამის გეშინია. მეშინოდა შეცდომის დაშვების ან რამე არასწორის გაკეთების. ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ ენა უკეთესად არ ვისწავლე და მისი გაგებაც და ჩემი აზრების გამოხატვაც უკეთესად არ შევძელი. ამის შემდეგ ფერგიუსონს უკეთესად ვუგებდი და ვიცოდი, რაც უნდოდა."

აღმოჩნდა, რომ ნანი და ფერგიუსონი მეზობლად ცხოვრობდნენ და პორტუგალიელს ის ხშირად დაჰყავდა.

"ის ჩემი მეზობელი იყო. ლონდონში მატარებლით მივდიოდით ხოლმე. მის ცოლს სადგურამდე მოყავდა, უკანა გზაზე კი, როდესაც მანჩესტერში ვბრუნდებოდით, ის უმანქანოდ იყო და ეძებდა ვინმეს, ვინც მას სახლში დატოვებდა. მეც დამყავდა ხოლმე, ახლოს ვცხოვრობდით."

ნანის თქმით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში ფერგიუსონმა ის მაშინ ჩააგდო, როდესაც პენალტი დაარტყა მაშინ, როცა პენალტისტი რაიან გიგზი იყო: "ფულემთან კარგად ვთამაშობდი და როცა პენალტი მოვიპოვეთ, მაშინვე ბურთი ავიღე. გიგზს არაფერი უთქვამს. ავაცილე - რომ გამეტანა, 3-2-ს მოვიგებდით. მანქანაში არაფერი მითხრა, მთელი გზა ჩუმად იყო, თუმცა გასახდელში გამისწორდა: "ნანი, თავი ვინ გგონია?! ვინ მოგცა უფლება, რომ პენალტი დაგერტყა?! რაიან გიგზსაც მაგრად მოხვდა იმისთვის, რომ დარტყმის საშუალება მომცა."

ნანის იუნაიტედში რონალდო უნდა შეეცვალა - 2007 წელს ის სპორტინგიდან 23 მილიონ ევროდ იყიდეს. აქედან არაფერი გამოვიდა, თუმცა წლების მანძილზე პორტუგალიელი სტაბილურად თამაშობდა და 8 წელიწადში 230 შეხვედრა ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები